ჯონ ლენონი: მე ან გენიოსი ვარ, ან შეშლილი

music-john-lennon-closeup-poster-AQU24674 სიკვდილამდე ათი წლით ადრე, 1970 წელს, ჯონ ლენონი ესაუბრა ჟურნალ“ROLLING STONES”-ის მთავარ რედაქტორს,იან ვენერს.ჯონი საუბობს საკუთარ გენიალურობაზე და ”ბითლზის” დაშლაზე. მაშინ ამ ინტერვიუს „როკ ენ როლის ისტორიაში ყველაზე სკანდალური“ უწოდეს.

ვენერი: მიიჩნევთ საკუთარ თავს გენიოსად?

ლენონი: კი,თუკი გენიოსები საერთოდ არსებობენ, მე მათ მივეკუთვნები. თუ არა – მაშინ მიმიფურთხებია ამისათვის.

ვენერი: როდის გააცნობიერეთ საკუთარი გენიალურობა?

ლენონი: ოცი წლის ასაკში. მაშინ მე ვფიქრობდი: “რასაკვირველია, მე გენიოსი ვარ, მაგრამ ამას ვერავინ ვერ ამჩნევს“(იცინის). მე ან გენიოსი ვარ, ან შეშლილი. მაგრამ არა! შეშლილი არ უნდა ვიყო, სხვაგვარად, დიდი ხნის წინ გამაქანებდნენ ფსიქიატრიულში, ამდენად – მე გენიოსი ვარ. გენიოსობა – ეს ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა, ეს ყოველთვის ასე იყო. მაგრამ ამას ადრე ვერავინ ხედავდა. ბავშვობაში, როდესაც ვწერდი ლექსებს და ვხატავდი, მე უკვე ვხვდებოდი ამას. მე ვიყავი გენიოსი ყოველთვის, მთელი ჩემი ცხოვრება. მე არ გავმხდარვარ გენიოსი ”ბითლზთან” ერთად, და არც მაშინ, როცა ყველამ გაიგო ჩემს შესახებ. იცით ეს როგორი რთულია? მე ვფიქრობ ჩემნაირი ადამიანები ადრეულ ბავშვობაში, დაახლოებით რვა წლის ასაკში აცნობიერებენ საკუთარ გენიალურობას. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატომ ვერ ხედავდა ვერავინ, რომ მე გენიოსი ვარ, რომ მე ვარ ყველაზე ერთად აღებულზე ჭკვიანი. ან, ნუთუ მასწავლებელი ასეთი უტვინოა? ისიც ვერაფერს ხვდება? მახსოვს, მე ვუთხარი დეიდა მიმის:“შენ გადაყარე ჩემი ლექსები და როდესაც მე გავიზრდები, შენ ძალიან ინანებ ამას“. მე მას ვერასდროს ვაპატიებ ამას. ასევე ვერასდროს ვაპატიებ, რომ ვერ დაინახა პატარა ბავშვში გენიოსი. რატომ არ მიმაბარეს სამხატვრო სკოლაში? რატომ არ მომცეს სავალდებულო განათლება?რატომ ცდილობდნენ ნათესავები, რომ გამოეყვანათ ჩემგან ვიღაც გადარეულო კოვბოი.ზოგიერთი მასწავლებელი ხედავდა ჩემს ნიჭს, ისინი ამბობდნენ, რომ მეტი უნდა მეხატა, გადმომეცა ჩემი განცდები და აზრები ნახატების საშუალებით.მაგრამ უმეტესობას სურდა გამოეყვანა ჩემგან სტომატოლოგი ან მასწავლებელი. არ შეიძლება ჩემი შეფასება მათემატიკის, ისტორიის ან ინგლისური ლიტერატურის ნიშნების მიხედვით. არასოდეს ვყოფილვარ სანიმუშო მოსწავლე, მე უნდა შემაფასოთ იმის მიხედვით, თუ რას ვლაპარაკობ და ვსაქმიანობ.

ვენერი: და ისურვებდით ცხოვრების თავიდან დაწყებას?

ლენონი: თუკი შემეძლებოდა ვყოფილიყავი ვიღაც მუშა, მაშინ კი. თუკი შემეძლებოდა მეთქვა უარი იმაზე, რასაც ახლა სინამდვილეში წარმოვადგენ – მაშინ ვისურვებდი ამას. თქვენ იცით, რომ არტისტის ცხოვრება ძალიან რთულია. მე ვკითხულობდი ვან გოგის,თუ ბეთჰოვენის ბიოგრაფიას, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაგალითად ორივე ამ შეშლილის აღება შეიძლება – ისინი იტანჯებოდნენ თავის ხელოვნებაში. ხელოვანი მგრძნობიარე ნატურაა. ამ რამდენიმე დღის წინ ერთ სტატიაში წავიკითხე ,რომ თუკი იმ დროს იარსებებდნენ ფსიქიატრები, ჩვენ არ გვეღირსებოდა გოგენის ბრწყინვალე შემოქმედების ხილვა. სულელურად ჟღერს, მაგრამ ყველას სურს მდიდრული, და არა ღარიბული ცხოვრება. ასევე საუკეთესო გამოსავალია – არ იფიქრო. ის, ვინც ცოტას ფიქრობს, დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს.

ვენერი: როდის მიიღეთ პირველად LSD?

ლენონი: ეს მოხდა ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელიც საკუთარ სახლში ერთმა ცნობილმა ლონდონელმა დანტისტმა მოაწყო. ის ჯორჯის მეგობარი და ამასთანავე, ჩვენი მკურნალი იყო. მან გადაანაწილა LSD ჩემს,ჯორჯის და ჩვენი მეუღლეების ჭიქებში ისე, რომ ჩვენ ამის შესახებ არაფერი გვითხრა. როგორც ჩანს, მან არ იცოდა როგორი ზემოქმედება ჰქონდა ამ ნარკოტიკს. ეს იყო ტიპიური“სვინგერული“ლონდონური გამოხტომა. დანტისტმა გამოაცხადა: “ყველანი ვრჩებით და ვათენებთ ღამეს“. ჩვენ მოგვეჩვენა, რომ მას ორგიის მოწყობა უნდოდა. ისე მოხდა, რომ წავედით ღამის კლუბ ad LIB–ში, სადაც „გაგვეხსნა“კიდეც.როდესაც კლუბიდან გამოვდიოდით,მოგვეჩვენა რომ შიგნით ხანძარი გაჩნდა, შეშლილებივით გამოვვარდით ქუჩაში და ვყვიროდით“მოდით, მინები ჩავამტვრიოთ!“ შემდეგ აღმოვჩნდით რომელიღაც ლიფტში და ისევ მოგვეჩვენა, რომ ლიფტის ჯიხურს ცეცხლი მოედო, სინამდვილეში ეს ავარიული გაჩერების პატარა წითელი ღილაკი ანათებდა ლიფტის კედელზე, ეს მაგარი ღადაობა იყო! ლიფტი გაჩერდა, ჩვენ ველურებივით გამოვვარდით იქიდან და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ისევ კლუბში ვიყავით. დავსხედით მაგიდასთან და ის მაშინვე გადაყირავდა. მახსოვს გავიფიქრე: “თქვენი დედაც, ნუთუ ეს ყველაფერი რეალურად ხდება?“ მთელი ღამე შეშლილებივით ვიყავით. ჯორჯმა რაღაცნაირად მიგვიყვანა თავის მანქანამდე. მანქანა საათში 10 მილის სიჩქარით მოძრაობდა, ჩვენ კი გვეჩვენებოდა რომ ჯორჯი მიაქროლებდა მას. პეტი (ჰარისონის მეუღლე–ზ.კ) იხვეწებოდა: “მეგობრებო,მოდით ვითამაშოთ ფეხბურთი!“. ხოლო ჯორჯი თავის მხრივ ემუდარებოდა, მანქანის მართვაში ხელს ნუ მიშლიო. ამის შემდეგ ჯორჯთან მივედით. მე მომეჩვენა, რომ ჯორჯის სახლი დიდი წყალქვეშა ნავი იყო. ყველა წავიდა დასაძინებლად, მე კი მარტო დავრჩი გემბანზე. კედლის სიახლოვეს ვცურავდი.

ვენერი: აპირებთ ახალი ალბომის ჩაწერას ძველ მეგობრებთან, ბითლზებთან ერთად?

ლენონი: არა, ეს გამორიცხულია. მე აღარასოდეს ჩავწერ მათთან აღარცერთ სიმღერას. მე ვმუშაობ მხოლოდ იოკოსთან. ჩემს ხელოვნებაში არის ადგილი მხოლოდ მისთვის. ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ვინმესთან ჩაწერაში. მე მქონდა ჯგუფი, ვმღეროდი მასში, ვიყავი მისი ლიდერი. შემდეგ მოხდა შეხვედრა პოლთან და მე მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება–ამეყვანა თუ არა მუსიკოსი, რომელიც სხვა წევრებზე ბევრად უკეთესად უკრავდა. გახდიდა ჯგუფს ეს უფრო ძლიერს? ხომ არ დავკარგავდი ამით ლიდერობას? შემდეგ მაკარტნიმ წარმიდგინა ჯორჯი, და მე და პოლს მოგვიწია გვემსჯელა, გვჭირდება თუ არა ასეთი გიტარისტი. როდესაც ჯორჯი ჯგუფში მოვიდა, განსაკუთრებულ სიყვარულს მისადმი არ განნვიცდიდი, ის მე პატარა ბავშვად მეჩვენებოდა.სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ჯორჯი სულ თან დამდევდა… გავიდა წლები სანამ ჯორჯის ღირსებები შევაფასე, შევხედე როგორც თანასწორს. შემდეგ გამუდმებით გვეცვლებოდა დრამერები, იმიტომ, რომ ყველა, ვისაც საკუთარი ინსტრუმენტი ჰქონდა, ცხოვრობდა შორს, და როგორც წესი იყვნენ სრული იდიოტები. იმ დროისთვის დრამი ფუფუნებას წარმოადგენდა, რომელზედაც ხელი ყველას არ მიუწვდებოდა. ბოლოსდაბოლოს, ჰამბურგში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ვიპოვეთ პიტ ბესთი. აქედან წარმოიქმნა მითი, რომ პიტ ბესთი და სტიუარდ სატკლიფი იყვნენ ბითლზები.

ვენერი: და თქვენ ხართ ბითლზი?

ლენონი: არა,მე არ ვარ ბითლზი! მე–ეს მე ვარ! არცერთი ჩვენგანი ცალკე არ შეიძლება იყოს ბითლზი. პოლი – ასევე არაა ბითლზი. ბითლზი – ეს ჯგუფი ბითლზია. და საერთოდ,როგორ შეიძლება ვინმე იყოს ბითლზი?

ვენერი: როგორღაც თქვით:“ არ მჯერა ბითლზის“

ლენონი: მე არ მჯერა მითის, რომელსაც „ბითლზი“ ჰქვია. და საერთოდ, როგორ უნდა ფორმულირდეს ეს აზრი? მე არ მჯერა იმ ბითლზის, რომელიც ცხოვრობდა მილიონობით ადამიანის წარმოსახვებში, და ასევე ჩვენს წარმოსახვაშიც. ეს იყო სიზმარი, ოცნება, ილუზია. მე აღარ მჯერა ოცნებების. მაგრამ მყარად გადავწყვიტე აღარ ვილაპარაკო ამ განავალზე.

lenonii da yoko
ვენერი: როგორ ფიქრობთ,რატომ არ უყვარს იოკო ბევრ ადამიანს?

ლენონი: იოკო არ ყოფილა ბითლზის დაშლის მიზეზი. და გინდაც ეს ასე ყოფილიყო, სულერთია – ეს გვეხება მხოლოდ ჩვენ, ჯგუფის წევრებს, და არავის სხვას. სინამდვილეში საქმე სულ სხვა რამეშია – იოკო ქალია, იაპონელი ქალი. აქედანაა მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ესაა რასობრივი და სქესობრვი დისკრიმინაციის საკითხი. ეს იციან ყველგან – პარიზში, მოსკოვში და გინდაც ჩინეთში. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ საკუთარი აზრის გამოხატვით იოკო ჭრილობას გაყენებთ. სწორედ ამის გამო ძალიან დიდხანს არ ღებულობდნენ ვან გოგს. სიმართლე – ეს ძალიან მტკივნეული რამაა. ამის გამო ადამიანები მზად არიან მოგკლან კიდეც!

ვენერი: როდისმე დაფიქრებულხართ საკუთარი პოპულარობის მიზეზებზე?

ლენონი: მე უბრალოდ წვეულების ცენტრში აღმოვჩნდი! მყავდა ბევრი ქალი, მქონდა ფული და სხვა ათასი სისულელე. მე მქონდა ძალაუფლება! გარშეო ყველა საუბრობდა თუ რა მაგარი იყო ჯონ ლენონი.. მე ვერ ვახერხებდი აქედან გამოძრომას, ამის დედაც! მაგრამ ასეთ ატმოსფეროში მუშაობაც აღარ შემეძლო. წვეულებები, გართობები, გლამური გითრევს, მათგან ასე მარტივად ვერ დაიძვრენ თავს, რაღაც მსხვერპლი აუცილებელია! მე დავიბადე და გავიზარდე ტრაკში.. არასოდეს ვიცოდი ვინ იყო ვან გოგი.. ჩვენ ყველა ვოცნებობდით ლონდონის დაპყრობაზე, მაგრამ ახლა ვიცი რომ ლონდონი –არაფერია. თავიდან მე ვფიქრობდი რომ დავიბადე, რათა ეს ჩათლახი სამყარო მემართა! მე ვტკბებოდი ამ იდეით, მაგრამ მალევე გავხდი მისი ტყვე.

ვენერი: რას ფიქრობთ ამერიკაზე?

ლენონი: მე ერთდროულად მიყვარს და მძულს ამერიკა(იცინის). ეს შესანიშნავი ქვეყანაა. ნიუ იორკიც ასევე კარგი იყო, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავიბადე შტატებში, ისეთ ბოჰემურ რაიონში, როგორიც გრინვიჩ ვილიჯია. ყველა მიისწრაფის ცენტრისკენ, აი რატომ ვარ მე დღეს აქ, და ვსუნთქავ ამ ჰაერს, რომელიც კაცმა არ იცის რა ჯანდაბად მინდა! ეს ქალაქი კლავს.. მაგრამ სწორედ ნიუ იორკში ხდება მსოფლიო მნიშვნელობის ყველა მოვლენა. ევროპაში შეიძლება წახვიდე დასასვენებლად, როგორც ქალაქგარეთ. შტატებმა ყველაფერი გადაყლაპა. ეს უზრმაზარი ქვეყანა გახდა, ხოლო ხალხი აგრესიულადაა განწყობილი. მე ეს მაშინებს. ჩემთვის აუცილებელია მშობლიურ ქალაქში, საკუთარ სახლში ყოფნა. ხშირად ვიხსენებ ინგლისს. ინგლისი მე მჭირდება როგორც ეს ჟანგბადი, ეს ხეები, ბალახი, ცა…

ვენერი: როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 64 წლის ასაკში?

ლენონი: ვიმედოვნებ, რომ მე და იოკო ვიქნებით ლამაზი, სიცოცხლისუნარიანი წყვილი. გვექნება სახლი ირლანდიაში, სადმე ზღვის პირას. საღამოთი გადავფურცლავთ ჩვენს საოჯახო ალბომს და გავიხსენებთ გიჟურ ახალგაზრდობას.

თარგმანი: ზაზა კევლიშვილი

წყარო: http://www.demo.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s