ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაძინა

3318a970bc39 მე მის თვალებში არეკლილი ჩემი თავი შემიყვარდა. იხსენებდა გენიალური რეჟისორი ფედერიკო ფელინი. როცა თქვენ 20 წლის ასაკში დაქორწინდებით,თქვენ ერთად იზრდებით.თუმცა ჯულიეტა ჩვენი მრავალწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ხშირად მეუბნებოდა რომ მე საერთოდ არ გავზრდილვარ. წლების შემდეგ აცნობიერებთ იმას რომ თქვენ არა ხართ მხოლოდ საყვარლები, არა ხართ მხოლოდ ცოლ-ქმარი,არამედ ხდებით და ძმაც. ხანდახან ჯულიეტასთან მიმართებაში მე მისი მამაც ვიყავი, ხანდახან კი მას უწევდა ჩემი დედა ყოფილიყო. მე არ მქონდა თავსებადობა რელიგიასთან. მისი ადგილი ჯულიეტამ დაიკავა. პატარა ქალი ახლადაკარგული ძაღლის თვალებით. ეს მსახიობი ვერასოდეს გახდებოდა სექსს სიმბოლო, არც მაგალითად გამოადგებოდა მათ ვინც ვარსკვლავურ კარიერაზე ოცნებობს. მოდელიერები არასოდეს ნიშნავდნენ მას თავიანთი ძვირფასი ტუალეტის რეკლამებში, თაყვანისმცელმლები კი არასოდეს უძღვნიდნენ ბრილიანტებს. ის არასოდეს ისწრაფვოდა რომ კინომატოგრაფიის ოლიმპი დაეპყო და ეკაშკაშა, მაგრამ მას მუდამჩარლი ჩაპლინს ადარებდნენ. ეს დიდი ჯულიეტა მაძინაა „ტრაგიკული მასხარა“, რომელიც შექმნა ფელინიმ.

1993 წელს ფელინი მათი „ვერცხლის ქორწილი“ იუბილის შემდეგ ინსულტისგან გარდაიცვალა. „ფედერიკოს გარეშე მე ვერ ვარსებობ“ იმეორებდა ჯულიეტა მისი გარდაცვალების შემდეგ. მეუღლის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ ჯულიეტა მაძინა ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. დაავადების არსებობას მაძინა მალავდა. მისი ახლობლები იხსენებენ, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის აღარ აძლევდა ინტერვიუებს, აღარ გადიოდა სახლიდან და არ იბრძოდა სიცოცხლისთვის. ჯულიეტა მისი მეუღლის ფედერიკო ფელინის გვერდით დაკრძალეს ,სადაც საფლავზე მათმა უახლოესმა მეგობარმა და ნიჭიერმა რეჟისორმა ტონინო გუერამ შემდეგი ეპიტაპია „ ახლა კი შეგიძლია იტირო ჯულიეტა“…

მასალა თარგმნილია რუსულიდან liveinternet.ru _ზე დაყრდნობით, ცირა შერგელაშვილის მიერ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s