მარტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი (ამონარიდები)

81392fad8fe0 „ინდივიდუალობა ფუფუნებაა, რაც ძალიან ძვირი მიჯდება. მინდა, უბრალო მოჩვენებად ვიქცე, ყელში ამომივიდა აზროვნების თავისუფლება, ამდენი ცოდნა და ეს დაწყევლილი სინდისი.“

„ინტელექტი“ მშვენივარდ მოფიქრებულ და შელამაზებულ სისულეებს ნიშნავს, ჭკუა ზედმეტი ბარგია და ხშირად სიბრიყვით უფრო მეტ ხეირს ნახავ , ვიდრე თავგამოდებული ინტელექტუალობით. ჭკუა გაუბედურებს, მარტოსულად, არაფრისმქონედ გაქცევს, მაშინ როცა ჭკვიანად თავის მოჩვენება საგაზეთო უკვდავებას გთავაზობს და იმათ აღფრთოვაებასაც გპირდება ვისაც წაკითხულის სჯერა.“

„აზროვნება არაა თავისთავადი აქტი, მას ისევე შეუძლია ტკივილის მოყენება, როგორც შუშის ნამსხვრევებსა და ეკლიან მავთულხართებს.“

„ჭკუა ორმაგი უბედურებაა: ტკივილის გაყენებს და არავინ მიიჩნევ ავადმყოფობად.“

„ერთმანეთს არ ჰგავდნენ, მაგრამ საერთო მაინც ჰქონდათ – თითოეული ერთგვარი უღიმღამო მასალისგან შექმნილი გეგონებოდათ.“

„– ალკოჰოლიზმის მიეზი თავსმოხვეული სიმახინჯე და ამაოებაა“.
– ეს ციტატაა?
– დიახ, მალკომ ლაუერის.
– ერთი შეკითხვა მაქვს: პურს, რომ ყიდულობ, შექსპირი გახსენდება? „კრუასანები თუ შოკოლადიანი ფუნთუშები საკითხავი აი ეს არის?!“ – ამბობ? ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყველა დიდ მწერალს, მირჩევნია, შენი სიტყვები გამაგონო. ციტატების მოყვანა ძალიან ადვილია, რადგან იმდენი კარგი მწერალია, იმდენი რამ თქმულა, რომ, შეიძლება, საკუთარი აზრის გამოთქმა ზედმეტიც იყოს.
– კარგი, მაშ ასე: ღარიბი ვარ და მომავალი არა მაქვს.. და კიდევ, ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, მაინტერესებს და სულ ვცდილობ იმის მიხვედრას, რა ამოძრავებს მთელ ამ სამყაროს.. საშინლად განვიცდი, რომ ხელფეხშეკრულები ვართ და რომ თითოუელი აზრი, თავისუფლების ყოველგვარი გამოვლინება მოუშუშებელ ტკივლის გვაყენებს.“

„საერთო, რაც ანტუანსა და როდოლფს ჰქონდათ. ის იყო, რომ საერთო აზრი არაფერზე გააჩნდათ.“

„გალოთება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ახლა კი თვითმკველობას ვცდი. ეს აუცილებლად გამომივა.
– ცდებით, მაგაზე რთული არაფერია. ბევრად უფრო ადვილია ბაკალავრის დიპლომი მიიღო, პოლიციის ინსპექტორის კონკურსში გაიმარჯვო ანდა ფილოლოგიის მაგისტრი გახდე, ვიდრე თავი მოიკლა. ამ საქმეში წარმატების შანსი რვა პროცენტზე დაბალია.“

e183ace18398e18392e1839ce18398e183a1-e183a5e183a3e183a0e18393e18398 „რაკი ცხოვრებისთვის საკმარისი ნიჭი არ გამაჩნია, იქნებ სიკვდილში ვივარგო.“

„– თავის მოკვლა სცადეთ?
– როგორც ხედავთ, არ გამომივიდა,–დამცინავად უპასუხა ქალმა.
– ალბათ პირველი მცდელობა არ ყოფილა?
– დიდი ხანია, აღარ ვითვლი. მომწყინდა. ყველა ხერხი ვცადე, მაგრამ ყოველთვის რაღაც ან ვიღაც ეღობება ჩემს სიკვდილს. წყალში დახჩობა რომ მოვინდომე, ერთმა მამაცმა კრეტინმა გადამარჩინა, თვითონ კი რამდენიმე დღეში ფილტვების ანთების მოკვდა. საშინელებაა, არა? თავის ჩამოხრჩობა რომ ვცადე, თოკი გამიწყდა. საფეთქელში რომ დავიმიზნე, ტყვიამ ისე გაიარა თავის ქალა, ტვინს არ შეხებია და რამე სერიოზული დაზიანება არ გამოუწვევია. ორი ყუთი საძილე აბები გადავყლაპე, მაგრამ ლაბორატორია დოზებში შეცდა და უბრალოდ – სამი დღე მეძინა. სამი თვის წინ მკველიც დავიქირავე, მაგრამ იმ იდიოტმა შეცდომით ჩემი მეზობელი ქალი მოკლა. მოკლედ, არ მიმართლებს! ადრე სასოწარკვეთილების გამო მინდოდა თვითმკვლელობა, ახლა კი ჩემი სასოწარკვეთილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ვერაფრით მოვახერხე თავის მოკვლა.
ბინტის გროვიდან მხოლოდ ქალის თვალები ჩანდა, თეთრ კოლოფში ჩაწყობილი ორი ზურმუხტივით. ანტუანმა სცადა მათში სევდა ამოეკითხა, მაგრამ მხოლოდ წყენა დაინახა.
– არ გაინტერესებთ, რატომ ვარ ამ მდგომარეობაში? – იკითხა ქალმა და ანტუანს გადახედა, – სულიაც არაა უხერხული მკითხოთ, რატომ ვარ ასე შეფუთული. ეიფელის კოშკის მესამე სართულიდან გადმოვხტი. ეს ალბათ გამოუსწორებელი შედეგით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ – არა; სწორედ იმ დროს, შორტებში ჩაცმული გერმანელი ტურისტები სამახსოვრო ფოტოს გადასაღაბედად ეიფელის ძირში შეჯგუფებულიყვნენ.
– და თქვენც ზედ დაეცით, არა?
– ჰო. მათ შეანელეს ჩემი ვარდა. რამდენჯერმე ამაბურთავეს კიდეც. შედეგი: თითქმის ყველა ძვალი გატეხილი მაქვს, მაგრამ ამ კრეტინი ექიმის აზრით, ექვს თვეში ფეხზე დავდგები სრულიად ჯანმრთელი.“

„მათ ერთ–ერთ საყვარელ თამაშს „სამყაროს ორად გაყოფა“ ერქვა: უნდა დაესახელებინათ ის ნიშნები, რითაც ადამიანთა ორ კატეგორიად გაყოფა შეიძლებოდა; სამყარო ხომ მართლაც ორად იყოფა: ადამიანები, რომლებსაც ველოსიპედით სეირნობა უყვართ და ისინი, ვინც სწრაფად ატარებენ მანქანას; ანდა ზოგი შაქრით სვამს ჩაის, ზოგი კი უშაქროდ; ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყველა დროის ყველაზე დიდი მწერალი შექსპირია, სხვას კი ასეთად ანდრე ჟიდი მიაჩნია; ზოგს „სიმფსონები“ უყვარს, ზოგს – „საუთ პარკი“; ზოგიერთი „ნუტელაზე“ გიჟდება, ზოგს კი ბრიუსელის კომბოსტო ურჩევნია.“

„– გამარჯობა, კორალი! – უკვე მაგიდასთან მჯდარმა ედგარმა ახლა პატარას მიმართა, – აქ შენ გამო ხართ თუ ანტუანის?
– ამის, – საყვედურნარევი ხმით უპასუხა კორალიმ,– ამხელაა და ისევ ჩემი გამოყოლა სჭირდება ექიმთან.
– მერე, ამისთვის ხომ კარგ გასამრჯელოს გაძლევ კორალი, – უთხრა ანტუანმა.
– ჰო, ორი შოკოლადის ფუნთუშა და “პრემიერა” … არა … ჩემს ტარიფებს უნდა გადავხედო. ინფლაცია ხომ ადამიანთა ურთიეთობებშიც ხდება.
– კორალი, შენ რა, დედაშენი გაზეთის ფინანსურ გვერდები წაკითხვასაც განებებს? წარმოუდგენელია!
– უნდა შეეჩვიო, ანტუან! ასეთი თაობა მოდის! ვერ გავიგე, შენ რა განაღვლებს?“

„ანტუანმა შეიძინა მასობრივი მოხმარების მეგობები, სტანდარტულდ შეფუთული, ერთი სერიის ნაწარმი, რომლებიც უყოყმანოდ ამბობენ უარს გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრის დახმარებაზე.“

„–ყალბი, ყალბი, ყალბი. ყველაფერი ყალბი გაქვს ტონიც.“

„ ბუნება არ იმჩნევდა შემოდგომის მოახლოებას და იხტიბარს არ იტეხდა, ისე ხარჯავდა ზაფხულის უკანასკნელ ძალებს, თითქოს ამოუწურავი ყოფილიყო.“

„ალკოჰოლი თავად ირჩევს ობიექტს, ალკოჰოლი წყვეტს, შეგიძლია გახდე თუ არა ლოთი, გასაგებია?“

„მათთვის, ვინც კარგად მორგებია საზოგადოებას, მხოლოდ ერთი ზეზონი არსებობს – მარადიული ზაფხული, როცა მათი გონება ირუჯება მზეზე, რომელიც იმ დროსაც ანათებს, როცა ეს ადამიანები ძილს მისცემიან: მათ სიზმრებში არასოდეს ისადგურებს ღამე.“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s