ხელოვნური ადამიანები და ყურით მოთრეული დღესასწაულები

562989_371558846199147_100000351056408_1218465_124311779_n ჩვენს ყოფას რომელსაც ზოგი ცხოვრებად ნათლავს, ხშირად ალამაზებს დღესასწაულები. ვისთვის საყვარელი, ვისთვის საჭირო, ვისთვის კი ხელოვნური დღესასწაულები. დღეს 8 მარტია. ოფიციალურად ეს ქალთა საერთაშორისო დღეა, მე კი ამას მხოლოდ კლარა ცეტკინის დღეს ვეძახი. მასებისთვის ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება სახალხო ზეიმები, ეს ხელოვნური დღესასწაულები. თბილი სიტყვები რომელსაც ხალხი თავს „ვალდებულად“ თვლის რომ იმ დღეს გითხრან…. თანამედროვე ცხოვრებაში სწორედ დროულია ასეთი დღესასწაულები, ხალხიც ხომ ისეთივე ხელოვნური გახდა როგორც დედის დღე, ქალთა დღე და ვალენტინობის დღე. ხო ამ უკანასკნელის პოპულარიზება ბოლო დროს „გასვეცკებული“, ახალი ქართველების დამსახურებას უნდა მივაწეროთ. ჩვენ ხომ ყველანი თავისებურად, უცნაური გზით მივილტვით ევროპისკენ და ამას ალბათ მათი დღესასწაულების გადმოღებით ვიწყებთ. სინამდვილეში კი ამ ე.წ. შეყვარებულთა, 90%_მა რეალურად არც კი იცის ვინ იყო კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთილი ვალენტინი. ახლოვდება 14 თებერვალი და იწყება სატელევიზიო ისტერია. მშრალი, უნიჭო სიუჟეტები ყველა არხზე იმის თაობაზე თუ როგორ ემზადებიან თბილისში ვალენტინობის შესახვედრად, სარეკლამო ფსიხოზი, სადაც ფასდაკლებებში ეჯიბრებიან ერთმანეთს ბრენდული მაღაზიები და წყვილები, რომლებიც ამ დღეებში იწყებენ ფიქრს თუ რა აჩუქონ საყვარელ ადამიანს. ზოგს არც კი მოსწონს, გულის სიღრმეში არ აღიარებს მაგრამ სხვებს ხომ არ ჩამორჩებიან, წამხედურა, სნობი, თანამედროვე ქართველები… ხოდა ასე გრძელდება მუდმივად. მამაკაცებს ამ ტიპის დღესასწაულებზე ახსენდებათ, რომ თურმე ქალს ყვავილი უნდა აჩუქონ, რესტორანში დაპატიჟონ და იქ შეკრებილ სხვა წყვილებს ყალბ ღიმილში გაეჯიბრონ, სხვების დასანახად გამოამზეურონ სიყვარული. კიდევ უფრო საინტერესოა 3 მარტი. დილიდან facebook_ზე შევედი 3_ში და აღმოვაჩინე რომ ხალხს საკუთარი დედის არსებობა გაახსენდა. უმეტესობის დედა არც არის facebook_ზე დარეგისტრირებული მაგრამ მაინც facebook_ზე ულოცავენ შვილები. დედა ვერა მაგრამ მისი „fრენდები“ ხომ დაინახავენ სამაგიეროდ თუ როგორი მოყვარული შვილია. წელიწადში ერთადერთი დღე როცა დედებითვის საჩუქრის ან ყვავილის ყიდვა ახსენდებათ. საკუთარი პრობლებით გაეგოისტებულ საზოგადოებაში ნუთუ დედა-შვილობაც კი ხელოვნური გახდა. უხმოდ გაკვირდებით და მეცოდებით, მთელი გულით მეცოდებით ნამდვილი გრძნობებისგან დაცლილო და ემოციურად გაკოტრებულო საზოგადოებავ. როგორი უღიმღამო, მოსაწყენი და უფერულია მამაკაცი , რომლისთვისაც ყოველი დღე არ არის ქალისთვის საზრუნავი, დედის სათაყვანებელი და სიყვარულით საცხოვრებელი. ქალების მნიშვნელოვან ნაწილს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემთვის, გვერდით აკმაყოფილებს მამაკაცი, რომელიც ყოველდღე არ ზრუნავს, ყოველდღე არ უფრთხილდება, ქალის გასაოცებლად, სიურპრიზის მოსაწყობად, ყვავილის საჩუქებლად, დღესასწაულები სჭირდება და ამით მაინც „ბედნიერია“. ჩემო ყალბო ადამიანებო, გახსოვდეთ რომ 3 მარტი, 8 მარტი ან 14 თებერვალი კი არა წლის ყოველი დღე თქვენია და თითოეული დღე სიყვარულით და სიყვარულისთვის უნდა იცხოვროთ.

ცირა შერგელაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s