ვუდი ალენი – “შემდეგ ცხოვრებაში”

woody_allen__1218229285_1191

მინდა, რომ შემდეგ ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა მოხდეს. წარმოიდგინეთ, ყველაფერი იწყება იმით, რომ მკვდარი ხარ და ცოცხლდები.
შემდეგ მოხვდები მოხუცთა თავშესაფარში და ყოველდღე უფრო და უფრო კარგად იგრძნობ თავს.
ერთ დღესაც თავშესაფრიდან გამოგაგდებენ იმის გამო, რომ იქაურობისთვის ზედმეტად ჯანმრთელი ხარ. შეუდგები პენსიის აღებას და როცა მუშაობას დაუბრუნდები, პირველ სამუშაო დღეს დიდ წვეულებას მოგიწყობენ.
იმუშავებ დაახლოებით ორმოცი წელი, სანამ არ გახდები ისეთი ახალგაზრდა, რომ მუშაობა საჭირო აღარ იქნება.
ამის შემდეგ შენი ცხოვრება სავსე იქნება ალკოჰოლით, გართობით, ახალ ადამიანებთან ურთიერთობით… სანამ დამამთავრებელ კლასში არ შეხვალ.
შემდეგ კი უფრო დაბალ კლასებში გადახვალ. იქნები ბავშვი, ითამაშებ, არ გექნება არანაირი პასუხისმგებლობა, სანამ ახალდაბადებულად არ გადაიქცევი. შენი ცხოვრების ბოლო 9 თვეს თბილ წყალში ტივტივს მიუძღვნი, რომელიც არაფრით იქნება ძვირფას სპაზე უარესი. წარმოიდგინეთ, სადაც იცხოვრებთ, იქ არასდროს შეგცივდებათ და საჭმელსაც ხშირ-ხშირად და კომფორტული გზით მოგაწვდიან.
შემდეგ კი. ჰოპ !
და თქვენ დაამთავრებთ ცხოვრებას, როგორც ორგაზმი.

სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s