ტყავის ხელთათმნიანი გოგო, ზანგი საქმრო, მოდური, დახეული ჯინსები და „ჩამორჩენილი“ „მარშუტკის“ მძღოლი

ჩემი დილა დღესაც ჩვეულებისამებრ ფინჯანი ყავით დაიწყო. (ორი ფინჯანი მჭირდება, რომ თვალი გავახილო და გამოვფხიზლდე,დილით ადგომა მკლავს) დილის პროცედურების შემდეგ, როგორც იქნა გამოვახწიე სახლიდან და სწრაფი ნაბიჟებით “მარშუტკის” შესახვედრად გავრბივარ. ერთი ტელეფონით გაქცეული, რესპონდენტს ვესაუბრები, მეორეზე დროს ვუყურებ და დაგვიანების შიშით უფრო ვუმატებ სიჩქარეს.

როგორც იქნა მივაღწიე გაჩერებამდე და ნანატრი 150 ნომერიც გამოჩნდა. ასვლისას მძღოლმა, როგორც ოჯახის მასპინძელმა ისე შემიპატიჟა და მის გვერდით არსებულ სკამზე მიმანიშნა ხელით _ “აგერ დაბრძანდით გოგონა”. სწრაფად მოვავლე თვალი სამარშუტო ტაქსის სალონს და მითითებულ სკამზე ჩამოვჯექი, დიდი არჩევანი არ მქონდა სხვა ყველა სკამი დაკავებული იყო. დავჯექი და ფიქრებს გავყევი. ეკა შუადღისას პარლამენტში უნდა გავუშვა, (ეკა გადაცემის ჟურნალისტია) კილაძეს უკვე წერს, ახლა პოლიტოლოგზეც უნდა ვიფიქრო…. ფიქრებში წასულს მძღოლის ხმა ჩამესმის, ___“ შეხედე, შეხედე გადავირიე კაცი.

ირგვლივ მიმოვიხედე, აშკარად მე მომმართავდა. სახეზე ეტყობა გაკვირვება გამომესახა და მითხრა ნახე ახლა ამოდის ამ სიცხეში ხელთათმანი უკეთია, ეს ნორმალურია? მეკითხება მძღოლი და ირონიულად ათვალიერებს “მარშუტკაში” ახლად ამოსულ გოგოს, ხელებზე ტყავის ხელთათმანით. ზრდილობის ნიშნად ოდნავ გავუღიმე და გზისკენ გავატრიალე თავი. __ “არა ეს ახლა მოდაშია?” აგრძელებს უკვე უფრო ხმადაბალ ტონალობაში, 150 ის ჩაფსკვნილი, ფერხორციანი მძღოლი.
___ არამგონია. მოკლედ ვპასუხობ და ვცდილობ თავიდან მოვიშორო. თან ვფიქრობ ნეტა ამას მეტი საქმე, რომ არა აქვს სხვისი ხელთათმანების რჩევით როა დაკავებული.

_“ გააჩერეთ“. გაისმა ხმა სალონიდან.
__ “კი გენაცვალე, მობრძანდით“. ჩვეული თავაზიანობით ამუხრუჭებს მძღოლი.
__ „ ხოდა რას გეუბნებოდით, მომიბრუნდა ისევ, მრგვალი, შეშფოთებული, სახით გუშინ კაცო გოგო მყავდა მგზავრი, გული ამერია პირდაპირ“
__“რატომ?“ ჩავეკითხე ინტერესით.
_“ ვხედავ გაჩერებაზე დგას, მაჩერებს და თან ვიღაც ზანგს, ბოდიში მამითხოვია და ისე ეზასავებოდა… ფუ, გული ამერია. ამოვიდა და ვუთხარი რაია ბიძია ეს მეთქი? ჩემი საქმროაო განმიცხადა. ფუიი, არსად დაეკარგოს ზანგი რომ გეყოლება ქართველ ქალს საქმროდ რავარია მაგი?
ვფიქრობ ახლა სერიოზულად ვუპასუხო თუ გავეკაიფო? სერიზული დიალოგის ხასიათზე მე არ ვიყავი, ვეკაიფო, ეგეც უხერხულია მამის ტოლია რაც არ უნდა იყოს, ამიტომ ისევ ზრდილობიანი, თუმცა ოდნავ ირონიული ღიმილით შემოვიფარგლე.

ვაიმეე, რას გადამეკიდა, ნეტა რა მეზანგება და მეხელთათმანება მაგვიანდება სამსახურში.
__ “ ანდა კაცო ეს შარვლები, რა შარვლებით დადიან აკვირდები? ძაღლი ეცა გეგონება. ამოკბეჩილ გახეულია შარვალი და ხორცი მოუჩანთ კაცო. ერთ მგაზრს ვკითხე რა არი ეს რა გაცვიათქო და იცი რა მიპასუხა?
__ “ რა გიპასუხათ“? ჩავეკითხე.
__ “ჩამორჩენილი ხარ ბიძია შენ, ეგ არის ახლა მოდაშიო“. თბილისში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ მე, მითხარი ბიძია ჩამორჩენილი ვარ? მოდაშია მაგი?
__ “ კი ეგენი ახლა მოდაშია.
__ “ ბიჭებსაც აცვიათ კაცო, ეს რა უბედურებაა. ჩემმა შვილმა რომ იყიდა იცი?
ეს რომ არ უბერავს საიდან უნდა ვიცოდე ამის ბიჭმა რა იყიდა, ვფიქრობ ჩემთვის.
___ “ხოო? იყიდა? შევუბრუნე კითხვა.
___ „კიიი და დავჭერი. მაგას ჩავაცმევდი? უპატრონო ხომ არაა. მაგას ვინც იცვამს არცერთს პარტონი არ ჰყავთ ბიძია“.

საათს დავხედე, ეს გზა აღარ ილევა თითქოს. ორთაჭალაში შევედით. როგორც იქნა გავიფიქრე და საჭეზე დალაგებულ მძღოლის ხელებს შევხედე ინსტიქტურად. მსუქანი, მოკლე და ძალიან თმიანი ხელები ქონდა.
ეს ხელები უცებ მაგნიტოფონისკენ წაიღო და „მარშუტკაში“ რადიო „დარდიმანდის“ ჰანგები აჟღერდა. „დარდიმანდი“ მაკლდა ახლა კიდე ამ კაცის სისულელეებზე დამატებული.

სიონი გამოჩნდა. ჩვეულებისამებრ პირჯვარი გადავისახე. ისე გამოაყოლა თვალი ხელის მოძრაობებს ეტყობა შენიშვნის მოცემა უნდოდა, მაგრამ ვერაფერი მიპოვა:)))
გულში იესოს ლოცვა ჩავიბუტბუტე. პატარაა თან და ხშირად ვახერხებ გულში მის წაკითხვას:)
რამდენიმე წუთი ჩემმა მძღოლმა მხოლოდ რადიოს ჰანგებს დაუთმო. რომ მეგონა არიქა მეშველა გააჩერა ენათქო, სწორედ ამ დროს მომიბრუნდა ეს თანამედროვე გოგონები ძაან შტერები არიან კაცო გავგიჟდი უკვეო.

__ “შტერები რატომ არიან?“
__ ამასწინათ გოგო ჩამიჯდა, მაიაკოვსკის ძეგლთან რომ მიხვალ გამიჩერეო. მივდივარ, მივდივარ და ბაგრატიონის ძეგლზე არ მეუბნება ესაა, მგონი აქ გამიჩერეო. (საუბარია ორთაჭალაში არსებულ გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლზე) ხედავ შვილო რა შტერი თაობაა,მაიაკოვსკი და ბაგრატიონი ვერ გაურჩევიათ გამისკდა გული უკვეო.

__ “ ხო ეგ მართლა ძალიან სამწუხაროა“
__ ეგ კიდევ რაა
__ რა იყო კიდე ვინ ვერ იცვნეს?
_ არა იცვნეს კი არა ახლა ზაფხულია ხო?
__ კი, რაღა დარჩა.
__ ხოდა ახლა იწყება ჩემი ტანჯვა, სულ ზეპირად ვიცი ხოლმე ვის ვეფხვი ახატია ზედ, ვის ლომი და ვის კიდე კაცი.
გულწრფელად გამეღიმა. ამან სტიმული მისცა თითქოს და დაიქოქა.
__ არა სიმართლეს გეუბნები, პატრონი არ ჰყავთ მაგას, კი არ ერიდებათ ჩემი…..

ამ დროს ჩემი სამსახურის ნანატრი ასახვევიც გამოჩნდა.
__კუთხეში შემიჩერეთ, ვამბობ და ფულს ვაწვდი.
__ “უი ჩადიხარ? „
გულდაწყვეტილი თვალებით შემომხედა და უხმოდ გამომიწოდა ხურდა.
__ კარგად იყავით .
დავემშვიდობე და ღიმილიანი სახით ავუყევი სამსახურის აღმართს.

ცირა შერგელაშვილი. აპრილი.2012 წელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s