პოეზია

დრო ყველაფრის მკურნალია
ოღონდ ჩემი არა,
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად,
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

ცის ცრემლებზე მახსენდება,
მე სიტყვები მამის,
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება,
დამეკარგა ღერძი,
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა,
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.

ნიკო გომელაური

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s