“ზაჰირი” პაულო კოელიო

“მე ის ვიცი, რომ გადავწყვიტე ვიცხოვრო ისე, თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი წამია..”

“თუ არ აპატიებ, ვერასოდეს ვერ მოიშორებ დანაშაულის გრძნობას, არასოდეს არ გაგიყუჩდება ტკივილი”

” დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე, გაიხსენე, ღმერთი ხომ ყოველთვის გაპატიებდა ხოლმე, ჰოდა, შენც აპატიე”…

” ყოველთვის უნდა იცოდე როდის ჩაიქნიო ხელი,როდის დაასრულო რაღაც პერიოდი, როდის მიიხურო კარი… თუმცა მნიშვნელობა არა აქვს რას დაარქმევ “დასასრულს”, მთავარია, ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრების უკვე დამთავრებული ეპიზოდები წარსულში დატოვო”

” მოკვდა მაშინ, როცა ცოცხალი იყო!”

” უაზრობაა! მაგრამ მე მართლა ვიცნობდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეშივე მკვდრები იყვნენ; მკვდრები მუშაობდნენ, ჭამდნენ და საპატიო სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ, ავტომატურად მოქმედებდნენ, ვერ ტკბებოდნენ ჯადოსნური წუთებით,ახალ დღეს რომ მოაქვს..ცხოვრების სასწაულებზე არასოდეს ფიქრობდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მომდევნო წამი, შესაძლოა, ცხოვრების უკანასკნელი წამიც ყოფილიყო…”

“არაფერია იმაზე უარესი, როცა გრძნობ, რომ არავის აღელვებს შენი არსებობა, არავის აინტერესებს შენი შეხედულება ცხოვრებაზე, რომ სამყარო უშენოდაც მშვენივრად გააგრძელებს სიარულს და შენი არარსებობა ოდნავადაც არ შეაკრთობს…”

“მარტოობაზე უფრო აუტანელი ის არის, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც რატომღაც ჰგონია, რომ შენთვის აღარაფერს ნიშნავს…

“ამას წინათ ერთ მეგობართან ვისადილე, რომელიც ქმარს ცოტა ხნის წინ გაშორდა. ის ქალი მეუბნებოდა: “ახლა სრული თავისუფლება მაქვს, თავისუფლება, რომელზეც ვოცნებობდი” სისულელეა! ტყუილია! არავის არ სჭირდება ასეთი თავისუფლება,ჩვენ ყველას სიმშვიდე გვინდა,გვერდით გვჭირდება ადამიანი, რომელიც ჟენევის სილამაზით ჩვენთან ერთად დატკბება. ვისაც წიგნებზე,სტატიებზე,ფილმებზე შეეკამათები… ან… ან თუნდაც სენდვიჩს გაუყოფ იმიტომ, რომ ორი სენდვიჩის საყიდელი ფული არ გაქვს..მერწმუნე ნახევრის შეჭმა ჯობია, მთლიანის ჭამას,ფეხბურთის საინტერესო მატჩის გამო შინ სწრაფად დაბრუნების სურვილით შეპყრობილი ქმრისგან გულის გატეხვა, იმედგაცრუება, უყურადღებობა… მოკლედ, ყველაფერი სჯობს, ყვე–ლა–ფე–რი ჟენევაში მარტოდმარტო ხეტიალს,როცა ქალაქიც და ქვეყნიერებაზე გამეფებული სიმშვიდეც მთლიანად, გაუნაწილებლად მარტო შენია… დამერწმუნეთ, ყველაფერი სჯობს, ათასჯერ გავიმეორებ, ყველაფერი სჯობს!! მარტო ყოფნას შიმშილიც სჯობს, იმიტომ, რომ როცა მარტო ხარ,– და მე ახლა საკუთარი ნებით არჩეულ ,მარტოობაზე კი არა, იძულებით მარტოობას ვგულისხმობ!
–თითქოს, კაცობრიობის ნაწილი არა ხარ, არავინ არა ხარ!”

“– ცოტა დავსევდიანდი…თითქოს წასვლას აპირებ. პირველივე შეხვედრიდან ვიცოდი,ასეც უნდა ყოილიყო, მაგრამ ახლა მიჭირს… ძნელია, მითუმეტეს, რომ უკვე შეგეჩვიე…
– ეგ არის ჩვენი პრობლემა–შეჩვევა.
–მაგრამ,ადამიანურია.
– სწორედ შეჩვევის გამო გადაიქცა ჩემი ცოლი ზაჰირად…”

“როცა ადამიანები პრობლემებს ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ იმაზე კარგად შეუძლიათ მისი გადაწყვეტა,ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ..”

“საკუთარ სატანჯველთან არავინ რჩება მარტო, ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც მასზე მეტად ფიქრობს, უხარია, ან სულაც, განიცდის. სწორედ ეს გვაძლევს ძალას წინ აღვუდგეთ ნებისმიერ თავს დატეხილ უსიამოვნებას..”

“ერთ ადამიანს მეორეს სიყვარული საზღვრებისა და ვალდებულებების გარეშე შეუძლია… “

” სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება– რწმენით თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა მისი დაფასება ჯერაც არ ვერ გვისწავლია…”

“რა ბედნიერია ის, ვინც არ ერიდება თავის უცოდინარობის გამომჟღავნებას..”:)

“კაცს, რომელსაც შენსავით შეიძლება უყვარდეს ქალი, ნამდვილად იმსახურებს ჩემს პატივისცემას”..

“სამყარო ქაოსური მაშინ იქნებოდა, სულელი ხალხი რომ არ არსებობდეს..”🙂

“ზღვარზე მდგარი ადამიანი ყოველთვის განსხვავებულად იქცევა”

“კითხვა არც არის საჭირო,, მათი თვალები პატრონთან შეუთანხმებლად ამხელენ იმ დიდ სევდას, რომელსაც ისე დაატარებენ სულში, თვითონ აზრზედაც არ არიან…”

“ადამიანის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარია, ამ ხალხმა არც საუბარი იცის და არც მოსმენა”

“სიკვდილთან სიახლოვემ სიცოცხლისაკენ შემოგაბრუნა”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s