“სამი მეგობარი” ერიხ მარია რემარკი

“თქვენ ხომ საკუთარი გრძნობები გაშინებთ.თქვენ წერილებს როდი სწერთ ტელეფონით რეკავთ, თქვენ აღარ ოცნებობთ. სიყვარულში გონებას აქსოვთ. საცოდავი ხალხი ხართ!”

“მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე ფიქრობ; ცინიკოსი კი მაშინ ხდები, როცა ხედავ თუ როგორ ასრულებს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას.”

” შიშის გარეშე მამცობა არ არსებობს”.

“ყოველ სიყვარულს მარადიულობა სწყურია და სწორედ ეს არის სიყვარულის მარადიული წამება. მყარი ამქვეყნად არაფერი, არაფერი, არ იყო”.

“ყველაზე საშინელი, დრო გახლავთ, დრო, წუთიერი ჟამი,რომელსაც ჩვენ განვიცდით და რომელსაც ვერ ვეუფლებით”.

“ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება! ის განუკურნელია”.

“ცხოვრება ავადმყოფობაა და სიკვდილი თვით დაბადებიდან იწყება. ჩვენს ყოველ ამოსუნთქვაში, გულის ყოველ ფეთქვაში ჩაქსოვილია სიკვდილის ნაწილაკი_ყოველივე ეს ბიძგებია, რომლებიც დასასრულს გვისწრაფებენ”.

“ნამდვილი სიყვარული სხვათა თანდასწრებას ვერ ეგუება”.

“ადამიანი რომ გამუდმებით ფიქრებს ეძლეოდეს, მაშინ ამქვეყნად აღარავინ გაიცინებდა”.

“ჩვენს უკანასკნელ წუთს გაუმარჯოს”.

“მამაკაცი,ფულის ხარბი ხდება მარტოოდენ ქალის ახირებათა გამო. ქალი რომ არ იყოს, არც ფული იქნებოდა, და მამაკაცები გმირთა ტომს შექმნიდნენ”.

“ადამიანი ყოველთვის დიადია თავისი განზრახვებით და არა მათი განხორციელებით. სწორედ ამით არის იგი მომხიბვლელი”.

“ძნელია სიტყვების მონახვა როცა ჭეშმარიტად რაიმე გაქვს სათქმელი”.

“ქალი არაფერს უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ იგი უყვარს. ეს დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭერმეტყველნი არიან”.

“მე ზომაზე მეტად გავშალე ფრთები, ცხოვრება კი მეტად ბინძური იყო საამისოდ,რომ ადამიანს თავი ბედნიერად ეგრძნო. ბედნიერება დიდხანს ვერ გასტანდა და მისი რწმენა აღარც შეიძლებოდა… ეს მარტოოდენ სულის მოთქმა იყო და არა საიმედო ნავსადგურში ღუზის ჩაშვება”.

“რამდენადაც უფრო კარგად იცნობენ ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მეტია მათ შორის გაუგებრობა და უთანხმოება. და რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ისინი ერთურთს, მით უფრო უცხონი ხდებიან”.

” მარტოოდენ უბედურთ იციან, თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერი ადამიანი კი ისევე შეიგრძნობს ბედნიერებას, როგორც მანეკენი; ის მხოლოდ სხვას ანიჭებს ამ სიხარულს, თვითონ კი იგი არ გააჩნია. სინათლე არ ანათებს, როცა ნათელია, სინათლე მხოლოდ სიბნელეში ანათებს, გაუმარჯოს სიბნელეს! ვისაც ერთხელ მაინც უნახავს წყვდიადი, მას იმის ახსნა არ სჭირდება, თუ რა არის ელექტრონი! წყეულიმც იყოს წყვდიადი! სიცოცხლის იმ ციცქნა ნაკუწს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია!და იმდენად, რამდენადაც იგი ჩვენ გვიყვარს, მას ვერასოდეს საპროცენტოდ ვერ დავაგირავებთ! იცხოვრეთ თავზეხელაღებულის ცხოვრებით ! დალიეთ ბიჭებო! არის ისეთი ვარსკვლავები, რომელნიც ათი ათასეული წლის წინათ დაიმსხვრნენ, დაქუცმაცდნენ, მაგრამ დღესაც სინათლეს აფრქვევენ!დალიეთ, სანამ დრო გაქვთ! “.

ერიხ მარია რემარკი (ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი 1898- 1970 წლები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s