ვიქტორ ჰიუგო __”კაცი რომელიც იცინის”


“სიყვარული! იცი კი, უფალი ღმერთი როგორ აღაგზნებს ხოლმე ამ ცეცხლს? იგი ქალსა და კაცს აახლოვებს და მათ შორის ეშმაკს მოატავსებს ხოლმე;ისე, რომ მამაკაცი ეშმაკს შეეფეთება ხოლმე. ერთი ნაპერწკალი, სხვანაირად რომ ითქვას, ერთი შეხედვაც კმარა, რომ აღეგზნოს ყოველივე”.

“განა სულებს თვალები სჭირდებათ, რომ ერთმანეთს უცქირონ?”

“იცხოვრო სხვა ადამიანში_საშიშია. ეგოიზმი ყველაზე საიმედო დასაყრდენია ბედნიერებისთვის”.

“მე ვკვდებოდი და შენ სიცოცხლე დამიბრუნე. როცა ჩემს გვერდით ხარ, ჩემს მახლობლად ცასა ვგრძნობ, მომეცი შენი ხელი. მინდა ღმერთს შევეხო”.

“რა ძალა გაწყვეტდა ჯაჭვს, რომელიც ყვავილების გრეხილით იყო შეკრული”.

“თაობათა ცვლაც სხვა რა არის, თუ არა მარადიულობის ამოსუნთქვა. ადამიანი ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს და სულს განუტევებს”.

“ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის, რა არის მოჭარბებულობა. იგი სავსებით სულიერია და არ შეიძლება გაცივდეს. გაღვივებულ ნაღვერდალს ფერფლი წაეფარება, ხოლო ცის მნათობს არასოდეს”.

“უყვარდე, განა ეს ყველაფერს არ ნიშნავს?”

“თითქმის არავითარი შესაძლებლობა არ არის სიტყვიერად გამოიხატოს ის ბუნდოვანი პროცესები, რაც თავში ხდება. სიტყვების უხერხულობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მკვეთრად არიან გამოკვეთილი., ვიდრე ფიქრები. რაკი ფიქრებს იმდენად გამოკვეთილი კონტურები არ გააჩნიათ, ამიტომ ხშირად ერთმანეთში ირწყმიან. სიტყვები სუულ სხვა საქმეა. ამის გამო ჩვენი სულის ბუნდოვანი მოძრაობა სიტყვიერად ვერ გამოითქმება. სიტყვას საზღვრები გააჩნია, ფიქრი კი უსაზღვროა”.

“როდესაც ხმას არ იღებ ვისმეზე, გგონია, რომ ამით მას თავიდან იცილებ. მასზე გამოკითხვაც არ გინდა, შიშობ, ამით არ მოიახლოვო იგი. დუმილით ისევე შეგიძლია თავი დაიცვა, როგორც კარის მოკეტვით დაიცავდი თავს”.

“ბედნიერება ზღვის მოქცევასა ჰგავს, ერთხანს იგი თავის მაღალ დონეს აღწევს. ერთადერთი, რაც შეაწუხებდა სრულ ბედნიერებაში მყოფ ადამიანებს, ეს არის დაფიქრება მიქცევაზე, რაც აუცილებლად მოსდევს მოქცევას”.

“ ორი სრულიად განმარტოებული, სხვათათვის უჩინარი არსება ერთმანეთს ეთაყვანებოდა, სრული დუმილის წუთებში ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ, აი ასე თუნდ მთელი საუკუნე გასულიყო შეუმჩნევლად”.

“ახალგაზრდა რაც უნდა ფაქიზი სულის პატრონი იყოს, თუ იგი სიყვარულზე ოცნებობს, მასსა და ოცნებას შუა ბოლოს და ბოლოს წარმოსდგება ერთგვარი ხორციელი სახე ქალისა. მისი ზმანებანი უცოდველნი აღარ არიან. მას ისეთი მისწრაფება იპყრობს, რაც ბუნებისგანაა შთაგონებული და რასაც იგი თავის თავსაც არ უმხელს”.

“სამოთხისებური უბიწოების სიჭარბე ბოლოს და ბოლოს სიყვარულს აღარ აკმაყოფილებს. სიყვარულს სწყურია მხურვალე ხელი, მთრთოლვარე სიცოცხლე, ამაღელვებელი კოცნა,რომელიც წარუხოცელ კვალსა სტოვებს; მას ენატრება აწეწილი, ჩამოშლილი თმები, ვნებიანი ხვევნა. ვარსკვლავებიანი მაღალი სივრცე უკვე გვევიწროება. ეთერი მეტად გვემძიმება, ჰაერი აღარ გვყოფნის. სიყვარულში ციური სიფაქიზის სიჭარბე იგივეა, რაც კერაში სითბოს მომცემი შეშის სიჭარბე”.

“სული შეყვარებულია, ხორცი საყვარელი”.

“კლდემამოსილი სიყვარული მხოლოდ გარდამავალი საფეხურია” .

“დავიწყება იგივე პალიმფსესტია. შემთხვევა არის საჭირო და უკვე წაშლილი საუკუნოდ, უცბად ისევ ამოტივტივდება განცვიფრებული მეხსიერების სტრიქონებს შუა”.

“შეყვარებულთა ტიტინი ბეღურების ჟღურტულია. ბავშვური საქციელია, რაიც საკადრისია დედა ბატისთვისაც და ჰომეროსისთვისაც. ორი შეყვარებული გულის საუბარი პოეზიის მწვერვალია. კოცნათა გახმიანება _მუსიკის მწვერვალია”.

ვიქტორ ჰიუგო 1802 – 1885 წლები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s