ფსიქიკურად შეშლილი მწერლები

ცნობილ მწერლებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომლებსაც ფსიქიკურად არაჯანსაღებად არა მხოლოდ მიიჩნევდნენ, დიაგნოზიც ჰქონდათ დასმული, თუმცა, ეს ხელს არ უშლიდათ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობაში.

edgarპაციენტი #1. ედგარ ალან პო.ამერიკელი მწერალი და პოეტი. დიაგნოზი – სულიერი აშლილობა. სიმპტომები – სიბნელის შიში, გონების დაბინდვა, თვალთვალის მანია, არაადეკვატური საქციელი, ჰალუცინაციები.
უკვე 1830-იანი წლების ბოლოდან ედგარ პო ხშირი დეპრესიით იტანჯებოდა. გარდა ამისა, ალკოჰოლს ეძალებოდა, რაც მის ფსიქიკაზე ცუდად აისახებოდა: მთვრალი ნამდვილ შეშლილს ემსგავსებოდა. ალკოჰოლს მალე ოპიუმიც მიემატა. პოს სულიერი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა მისი ახალგაზრდა ცოლის მძიმე დაავადებამ. მას ცოლად თავისი ბიძაშვილი, 13 წლის ვირჯინია ჰყავდა. ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ, 1842 წელს, ის ტუბერკულოზით დაავადდა და ხუთ წელიწადში გარდაიცვალა. მწერალმა საყვარელი ქალის სიკვდილი ვერ გადაიტანა და ორ წელიწადში გამოეთხოვა ამ ქვეყანას.

პაციენტი #2. ფრიდრიხ ნიცშე. გერმანელი ფილოსოფოსი. დიაგნოზი – ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია. სიმპტომები – განდიდების მანია – ავრცელებდა ბარათებს ტექსტით: „ორ თვეში დედამიწაზე პირველი ადამიანი გავხდები“, მოითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ მისი ბინა იყო „ტაძარი“; გონების დაბინდვა – ერთხელ ქალაქის მთავარ მოედანზე ცხენს კოცნიდა და ქუჩაში მოძრაობა გააჩერა; ძლიერი თავის ტკივილები, არაადეკვატური საქციელი. 1324555211_etzsche1882 ცნობილია, რომ ავადმყოფი თავისი ფეხსაცმლიდან სვამდა თავისიე შარდს, ხშირად უაზროდ ყვიროდა, საავადმყოფოს დარაჯი ბისმარკი ეგონა და ა.შ.
ნიცშე სიცოცხლის ბოლო ოცი წელიწადი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახლდათ – თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგალითად – „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა, შინ მასზე დედა ზრუნავდა. მდგომარეობა სულ უფრო ურთულდებოდა, სიკვდილის წინ კი უმარტივეს ფრაზებსღა ამბობდა.

პაციენტი #3. ერნესტ ჰემინგუეი. ამერიკელი მწერალი. დიაგნოზი – მწვავე დეპრესია, გონებრივი აშლილობა. სიმპტომები – მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ, თვალთვალის მანია, ნერვული აშლილობები. 1960 წელს კუბიდან აშშ-ში დაბრუნდა. ტანჯავდა ხშირი დეპრესიები, შიშის გრძნობა. კარგა ხანს წერაც არ შეეძლო და ნებაყოფლობით დაწვა ფსიქიატრიულ კლინიკაში. ელექტროშოკის 20 სეანსი ჩაუტარეს, რაზეც წერდა კიდეც. MTIwNjA4NjMzODM5NjUwMzE2
კლინიკიდან დაბრუნებული დარწმუნდა, რომ კვლავ არ შეეძლო წერა და პირველად მაშინ სცადა თვითმკვლელობა. მაშინ ახლობლებმა შეუშალეს ხელი. ცოლის თხოვნით, მკურნალობის კურსი ხელმეორედ გაიარა, მაგრამ იქიდან გამოსულმა მაინც არ გადათქვა თავისი და თავი მოიკლა.

მსგავსი დაავადებებით იტანჯებოდნენ ფრანც კაფკა – მას გამოხატული ნევროზი, დეპრესია ჰქონდა; ჯონათან სვიფტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯებოდა და სიცოცხლის ბოლო წლებში ჭკუასუსტი გახდა; ჟან-ჟაკ რუსოს პარანოია ახასიათებდა, ნიკოლაი გოგოლს – შიზოფრენია, პერიოდული ფსიქოზი, ჰალუცინაციები; გი დე მოპასანს კი მთელი ცხოვრება ეშინოდა გაგიჟების. ორჯერ სცადა თავის მოკვლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კლინიკაში მოათავსეს, სადაც აღესრულა კიდეც; ვირჯინია ვულფის დეპრესიული ხასიათის შესახებ კი ყველასთვის ცნობილია.

“ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს”…

–ბელა! – ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ… არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?! 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ – ნახევარი. კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოებაა. ზოგჯერ კაცს ხელი ულპება და აუცილებლად უნდა მოიჭრას, ეჩვენება, რომ ის ქალი ზედმეტია და ტოვებს მას…kaxiiii
მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა მისი აზრი არ გამემართლებინა?! – ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია. როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს… კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად… ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის… ხალხს უთქვამს, წუთისოფელი წუთისააო – ბრძენია ხალხი. მთელი ჩემი ცხოვრება თვალნათლივ მიდგას. პირველად თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში ვნახე, მესამე კურსზე ვსწავლობდი, ის პირველ კურსზე იყო. გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა (კურსელები იყვნენ და მეგობრობდნენ), გურანდამ რაღაც ეპიზოდი გაითამაშა იუმორში და ბელა გულიანად კისკისებდა. დანახვისთანავე გავშტერდი, გავგიჟდი!!!
მას შემდეგ, ზურიკელა ვაშალომიძისა არ იყოს, გადარეული დავიარებოდი. ამას ალბათ ერთი ნახვით შეყვარება ჰქვია.მორცხვი არ ვიყავი, გოგონებთანაც არ მიძნელდებოდა ურთიერთობა, იმ გრძნობას კი საგულდაგულოდ ვმალავდი. ვერაფრით ვბედავდი, პირველი ნაბიჯი გადამედგა. საოცარი რიდით ვუფრთხოდი, ბელა ჩემს გულისთქმას არ მიმხვდარიყო. ამიტომ მასთან კონტაქტს გავურბოდი, ახლოს ვერ ვეკარებოდი. მიუწვდომლად მიმაჩნდა. ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი…

მინდა ვიყოთ ერთად…

sweet-romantic-hug-wallpapers-1024x768 მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,

იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.

გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ
საფერებელ თითებს.

მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს…

/ შოთა ნიშნიანიძე/

ნაწყვეტები გალაკტიონის მიერ ოლია ოკუჯავასთვის მიწერილი წერილებიდან

galaktioni
მას, შემდეგ რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება… სიცარილემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალო შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკამრისი იყო ჩემთვის…

…მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… დარაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით,სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?ასეა საქმეები, ჩემო ოლია…იყავი კარგად…მშვიდობით, მარადის შენი გ. ტაბიძე….

…შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ, ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გსურს. … ოლია, ნუ სწუხარ დაკარგულ იმედებს და აუსრულებელ მიზნებს – დაივიწყე!..

…როგორი კილოთი მწერ უკანაკსნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა ისა სთქვას… ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს… იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს…

…ლო იცდოე, ლა მშვენიერი დღე ალის დღეს! პირდაპირ არ გინდა კაცს სახლში იჯდე, გინდა გაინავარდო სადმე, წაჰყვე ვისმეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც მუდმივი სიხარული და ბედნიერებაა. დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა, გავიხედე ფანჯარაში და მშვენიერი გაზაფხულის დილა მომაგონდა…საჩქაროდ ჩემი კაკაო დავლიე, მოვიხურე პალტო, ჩამოვიფხატე ქუდი და ტროსტით ხელში “ვაჟნოთ” გავსწიე ქალაქგარეთ, უნდა გითხრა, რომ ძალიან მხიარულ გუნებაზე ვიყავი, აბა, შენ წარმოიდგინე, ასეთი მშვენიერი დღე 8 იანვარს, შუა ზამთარში. რომ ეს ამბავი მეთორმეტე საუკუნის ქრონიკაში წამეკითხა, არ დავიჯერებდი…

… შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია რომ მოვკვდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ!მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ რა იქნება! ვნახოთ!…

ოლინკ! რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ! როგორც კი გამოვსცდი როსტოვს, დავინახე ჩვენი ლურჯი ცა და ვიგრძენი მხურვალე მზე. აქ ეხლა გაზაფხულია, სითბოა, როგორც კი ჩამოვედი ქუთაისში, მაშინვე ღვინოს მივაშურე, ვსვამ და ვწერ ამ წერილს… რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე…შევსვამ (ჩემს გულში) შენს სადღეგრძელოს! ოლია, იყავი როგორც პრინცესა!…

…არავინ არ მინდა ვნახო… დაველაპარაკო… მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლო…

მამა გაბრიელი ბოლო ჟამისა ანტიქრისტეს შესახებ

606072942

“როდესაც გაგიჭირდებათ,ნუ შეგეშინდებათ,
მე მოვალ და მოგეხმარებით.
ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ”

* * * * * * * * * * * * *
” …გამოცხადება ვნახე…უფალი ვნახე. ”საბაოთ”. ხელში გლობუსი ეჭირა,გლობუსზე კი დიდი ჯვარი იყო და იქიდან ხმა მოისმა:
-ბოლო ჟამს, ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს! სიყვარული ცხოველია(ცოცხალია), რომელიც კეთილი საქმის გარეშე კვდება; სიყვარულია ის ერთადერთი ძალა, რომლითაც ადამიანი შესძლებს გაუძლოს ანტიქრისტეს საცდურებს, ჯოჯოხეთის ნახევარი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და შემოგლეჯვას ცდილობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა.საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება. როდესაც გაგიჭირდებათ,ნუ შეგეშინდებათ, მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.ადრეც ეგონათ, რომ თითქოს ანტიქრისტე მოვიდა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები. ომები რომ იყო, ეს არ იყო ნიშანი. მაშინ არ იყო ციური სასწაულები და საყოველთაო განდგომა. განდგომა მწვალებლობის ტოლფასია.მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით. ბოლო დროს ცაში ნუ დაუწყებთ ცქერას,რადგან ისეთი სასწაული მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.
ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არამარტო უხილავად, არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე. მისთვის ტახტს უკვე ამზადებენ…ყოველ ადამიანს აღწერენ და თავის სიებში შეიტანენ. აღარავის შეეძლება მათ გარეშე ცხოვრება-ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა. ნებისმიერ პროდუქტს დაადებენ თავიანთ ნიშანს, ჯერ ხაზებით, მერე კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებული სამი ექვსიანია. ნუ შეგეშინდებათ,ლოცვა თქვით, ასეთ პროდუქტებს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ…ეშმაკსაც, შეგიძლიან, ზურგზე შეაჯდე და ტაძრამდე მიაყვანინო თავი, ოღონდ დემონის შემოთავაზებული სიტყვა და საქმე არ მიიღო, რა კეთილადაც არ მოგეჩვენოს, თორემ ეშმას ხაფანგში გაებმები და დაიღუპები.
-მამა გაბრიელ თვითონ თუ იცის, რომ ანტიქრისტეა?
-მან კი იცის, შენ თუ მიხვდები?! გახსოვდეს, ანტიქრისტე ჯერ კარზე აკაკუნებს. როდესაც აკაკუნებენ რა უნდა ქნა?
-კარი უნდა გაუღო.
-კარებს რომ გააღებ და სტუმარს დაინახავ, რა უნდა უთხრა?
-მობრძანდით.
-ჰოდა, ბრძანებას ელოდებიან,ბრძანებას. ბრძანება გაიცემა და მოვა. ახლა კარები ღიაა უკვე. აღარ აკაკუნებს. კარებში დგას და ბრძანებას ელოდება. გახსოვდეს .
ანტიქრისტესაც ის გაჰყვება უკან, ვისაც მხოლოდ გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს მას.
ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე ქუჩაშიც შიშველი ივლის, სირცხვილი აღარ ექნება.. ქრისტეანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ.
კაცები ქალად იქცევიან უკვე და ქალები-კაცებად!..ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი ხარ, გმირად უნდა იქცე!
ბოლოს უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს; პირველი-კაცებისთვის, შერცხვებათ თავის კაცობის, მეორე ქალებისთვის-შერცხვებათ თავის ქალობის, მესამე-ღვთის შიში დაეცემა ერს და მართლა მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს.
ამ სიტყვების შემდეგ გაბრიელ ბერმა ხელები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა თავისი შედგენილი ლოცვა რომელიც მყისიერად ჩაიბეჭდა მსმენელის გონებასა და გულში:
-ღმერთო, გევედრები შენ,ზეციდან გვისმინე,პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლე უფალო შენს წინაშე ლოცვა და შენი წმინდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმინდა სჯულით ვიაროთ.
დასასრული.”
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
გახსოვდეთ ეს და იფრთხილეთ
* * * * * * * * * * * * *
მამა გაბრიელის მადლი იყოს ჩვენი,ჩვენი ოჯახების,შვილების,მშობლების,თანამეცხედრეების,ახლობლების შემწე…
მამა გაბრიელის ძალამ გაგვაძლიეროს მიწასაზედა და ცათაშინა,ორთავ საქართველოში…

წიგნიდან: ”თქვენი სიცოცხლე-ჩემი სიცოცხლეა”
მოამზადა: დიკა სალაყაიამ

მამაკაცის ფსიქოლოგია და სხეულის ენა

727c51065d36 მამაკაცის როგორც პირველაღმომჩენის, მზვერავის, ექსპერიმენტატორის ბიოლოგიურმა ფუნქციამ ჩამოაყალიბა მისი ტემპერამენტი, რომელიც ვერ ითმენს ქცევის შტამპებსა და ერთფეროვნებას. თუმცა პარადოქსია: ჯარი შედგება მხოლოდ მამაკაცებისგან, რომლებიც ემორჩილებიან მეთაურს და ეწევიან ცხოვრების ერთობ რეგლამენტირებულ წესს. საქმე ის არის, რომ მამაკაცები თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის მეოხებით სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებსა და მკაფიო სიტყვიერ ფორმულირებაზე, ამიტომ მამაკაცთა საზოგადოებაში გარეგნული დისციპლინის დამყარება გაცილებით ადვილია. მიუხედავად ამისა, როცა “მეთაურის” რანგში საყვარელი ქალი გამოდის, მამაკაცი ამას აღიქვამს როგორც ძალადობას მამაკაცის იდუმალ არსზე (უფროსი მას ისედაც ბევრი ჰყავს!), ამან კი შეიძლება სრულიად დაუკარგოს ასეთ ქალთან ურთიერთობის სურვილი – თავმოყვარე მამაკაცური ბუნება “დედაკაცის დაკრულზე ცეკვას” ვერ აიტანს. რჩევა ქალბატონებს: შეიცვალეთ ქცევის სტერეოტიპები, ერიდეთ ისეთ გამოთქმებს, როგორიც არის: “ყველა ასე იქცევა”, “ასეა საჭირო”. ეცადეთ, ამოუცნობი იყოთ.

სხეულის ენამ ხუთი ტიპის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. ეს ტიპებია:

* ემბლემები – სიტყვების ნაცვლად იხმარება. მაგ: თავის დაქნევა “კი”-ს წარმოთქმის ნაცვლად.

* ილუსტრატორები – ახდენს წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას. მაგ: მარჯვენა ხელის მოძრაობა გარედან სხეულისაკენ ახდენს სიტყვა “წავედით” ილუსტრაციას.

* გრძნობის მაჩვენებლები – სახის მეშვეობით ხდება სიხარულისა და მწუხარების, გაოცებისა და ინტერესის გამოხატვა.

* რეგულატორები – მოსაუბრის მეტყველებას აკონტროლებს. მოსმენისას ჩვენ თავს ვაქნევთ მოსაუბრეს მზერას ვაპყრობთ, სხვადასხვა ხმებს გამოვცემთ. რეგულატორები მოსაუბრეს მიანიშნებენ გვსურს თუ არა კიდევ რამის გაგება თუ მიგვაჩნია რომ თემა ამოწურულია.

* ადაპტორები – ჩვეულებრივ ადამიანის რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ხშირად ისენი ავტომატურად, გაუცნობიერებლად მიმდინარეობენ. მაგ: ნაკბენის მოფხანა, უსიამოვნო პირის მოახლოებისას მკლავების მკერდზე გადაჯვარედინება, მოსმენისას ფანქრის ღეჭვა და სხვა.

მამაკაცების სუსტი წერტილი : “სასაცილო ხომ არ ვარ?!”

მამაკაცებს ქალებზე გაცილებით მეტი სუსტი წერტილი აქვთ, განსაკუთრებით – დღეს, როცა ტრადიციული მამაკაცური საქმიანობა – ომი და ნადირობა – მათთვის უკვე უცხოა, ხოლო ისეთი სფერო, სადაც ქალები მათ ტოლს ვერ დაუდებენ, არცთუ ისე ბევრია. თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა – ერთგვარი პიტერ პენი, რომელიც უარს არ იტყვის ცხოვრებით, ქალებით თამაშზე, მაგრამ როდესაც იგრძნობს, რომ მისით “თამაშობენ”, რისხვა შეიპყრობს. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმისა ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს – ეს ხომ მისი მნიშვნელობის დამცირებას ნიშნავს! რჩევა ქალბატონებს: სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და მასთან ხუმრობისას ფრთხილად იყავით. ირონია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ოჯახისა წევრებს, ფულის შოვნის უნარს… თუმცა ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ.x_d333a05e
მამაკაცებს არ უყვართ საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი. მამაკაცები იშვიათად დადიან ექიმებთან, შეძლებისდაგვარად გაურბიან მკურნალობას. მიზეზი მარტივია – მათ ტკივილისა ეშინიათ. ცხოვრებაში ისინი იმდენს ვერ ითმენენ რამდენსაც ქალები. მარტო მშობიარობა რად ღირს! ამიტომაც ფიზიკური ტანჯვისთვის მამაკაცები მზად ნაკლებად არიან. გარდა ამისა, ექიმთან წასვლაზე თანხმობის მიცემა მამაკაცისთვის ცხოვრებასთან ბრძოლაში დათმობის, დამარცხების ტოლფასია. ამიტომაც არ განიხილავს მამაკაცი ამგვარ პრობლემებს ქალთან, რომელიც მოსწონს. საქმე ის არის, რომ სიბრალული, თანაგრძნობა და სხვა ამგვარი გრძნობები, რომლებიც მშვენიერ სქესს ზოგჯერ სიყვარულის სინონიმებად მიაჩნია, მამაკაცურ ბუნებას არ ახასიათებს. მამაკაცმა ქვეცნობიერად იცის, რა გრძნობებს გამოიწვევს ანალოგიურ შემთხვევაში ქალი მასში (თუმცა კი შესაძლოა, ეს მასაც დაუმალოს და საკუთარ თავსაც), ჰოდა, ბუნებრივია, არ სურს, თავად გამოჩნდეს უბადრუკი და სუსტი. მამაკაცს არც ისე კარგად აქვს განვითარებული თანაგრძნობის უნარი და ვერ წარმოუდგენია, რომ სხვას ეს შეუძლია. რჩევა ქალბატონებს: მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს მამაკაცი თქვენი მეუღლეა, თანაც მდგომარეობიდან მხოლოდ პოზიტიური გამოსავალი შესთავაზეთ. თუ მამაკაცი თქვენი თაყვანისმცემელია, უმჯობესია, ჯანმრთელობაზე არ ესაუბროთ.

1.სწრაფი მეტყველების დროს _ იზრდება ნათქვამის შინაარსის ზეგავლენა ადამიანზე და ამ შემთხვევაში ნათქვამი უფრო სარწმუნო ხდება.

2.საათზე ყურება და საკუთარი ფრჩხილების შემომება – ეს მოწყენის აშკარა ნიშანია. არასოდეს დახედოთ საათს, როდესაც ვინმეს ესაუბრებით. ასევე, თავი აარიდეთ ფრჩხილებზე ყურებასაც.

3.თვალების დავიწროვება _ თუ გინდათ, რომ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ არ მოგწონთ ის ან მისი იდეა, თვალები დაავიროვეთ მისი ყურებისას. ოდნავი თვალების დავიწროვება ინსტიქტური, უნივერსალური გამომეტყველებაა ბრაზის გამოსახატად ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა სახეობებში (ვეფხვი, ძაღლი და ა.შ.) ზოგიერთი ადამიანი შეცდომით თვალებს ავიწროვებს საუბრისას იმის საჩვენებლად, რომ ფიქრობს. ნუ შეიყვანთ ადამიანებს შეცდომაში, ნუ დაავიწროვებთ თვალებს.

4.მზერა _ მიღებულია, რომ მზერა 3 წამი, ურთიერტ თვალებში ყურება კი 1.20 წამი უნდა გრძელდებოდეს. Aამ ნორმებზე ხანმოკლე მზერა ინტერესის არ ქონად, ხოლო უფრო ხანგრძლივი, ზედმეტი ყურადღების გამოხატულებად აღიქმება.

5.თავის ორიენტაცია _ მაღლა აწეული თავი წინ წამოწეული ნიკაპით, თვითრწმენას, სიმამაცესა და შეუპოვრობაზე მეტყველებს. გვერდზე გადახრილი თავი მორჩილებასა და დაქვემდებარებაზე მიუთითებს. წინ დახრილი თავი უარყოფითი და აგრესიულ დამოკიდებულებაზე.

6.სახის შეხება საუბრისას – სახის შეხება, და განსაკუთრებით ცხვირისა, ჩვეულებრივ ტყუილის ნიშნად აღიქმება. პირის ხელით გადაფარვაც ტყუილის გადასაფარი ბუნებრივი ჟესტიკულაციაა. საუბრისას ყოველთვის შორს გეჭიროთ ხელები სახისგან.
1205269354_rubashka_11
მათ სძულთ ურთიერთობების გარკვევა.

ეს ყველაზე დიდი წყალგამყოფია ქალისა და მამაკაცის ბუნებას შორის. მშვენიერ სქესს ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი ძალიან უყვარს, მამაკაცები კი ლაპარაკს საქმეს ამჯობინებენ. მათ, საერთოდ, უჭირთ საკუთარი გრძნობების ანალიზი, მათ ინსტინქტი, იმპულსი ამოძრავებთ. ამიტომაც არის, რომ ხანგრძლივი სენტიმენტალური საუბრები აღიზიანებთ. რჩევა ქალბატონებს: ნუ ჩაითრევთ მამაკაცს სენტიმენტალურ, ცხოვრებისეულ საუბრებში. ეს დროის ამაო კარგვა იქნება.
ისინი ვერ იტანენ უმიზნო ფლირტს სიყვარულში მამაკაცები შედეგისკენ მიისწრაფიან. ქალის მხრიდან ინტიმური გრძნობების არსებობის უტყუარი საბუთი მათთვის ინტიმური ურთიერთობაა. ამიტომ ცდილობენ, მოქმედებაზე რაც შეიძლება მალე გადავიდნენ. თუ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა და თამაში იყო, მისგან დანდობას ნუ ელით. უარის შემთხვევაში ის შეეცდება, ქალს ყველა მიწიერ მანკიერებაში დასდოს ბრალი, რათა თავი დაირწმუნოს, რომ დანაკარგი არც ისე დიდია. რჩევა ქალბატონებს: თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობები არ გაქვთ, ჯობს განზე გადგეთ და ეს რაც შეიძლება მალე აგრძნობინოთ.

* ყალბი ღიმილი – ესეც ტყუილის ნიშანია. ბუნებრივი ღიმილი თვალის კუთხეებს ანაოჭებსდა მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის. ყალბ ღიმილში მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ამ ორის გარჩევა ძალიან ადვილია. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს გაღიმებას . . . თუ ეს კამერისთვის არ გჭირდებათ.

* ხელების თავქვეშ ან თეძოებზე მოთავსება – ჩვეულებრივ აღიქმება, როგორც ამპარტავნების ნიშანი. მხოლოდ ახლობლებთან შეიძლება ამგვარი ხელის მოძრაობის გამოყენება. სიარულისას ხელების უკან დაწყობას ძირითადად კაცები მიმართავენ და თავის ძალაუფლებას მიანიშნებენ.
057d753883628693c763d5fe5bea4592
* გადაჯვარედინებული ფეხებით დგომა _ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის და დაბნეულობის ნიშანია. ჯდომისას ფეხების გადაჯვარედინება საკუთარ თავში ჩაკეტვაზე და უსაფრთხოების სურვილის არ ქონაზე მიუთითებს.

* კეფის და კისრის მოფხანა – ეს ეჭვის და დაუწმუნებლობის ტიპიური ნიშანია. ასევე ეს შეიძლება მიიღონ, როგორც ტყუილის ნიშანი. შეეცადეთ საუბრისას ხელები თავისგან შორს გეჭიროთ.

* ძალიან ახლოს დოგმა – ეს ადამიანებს დისცომფორტს აგრძნობინებს. ადამიანები თავის საკუთარ სივრცედ აღიქვავენ დაახლოვებით 1.20მ სივრცეს სხეულის გარშემო. ამ სივრცის დარღვევა მხოლოდ ახლო მეგობრების და ინტიმური პარტნიორების შემთხვევაში შეიძლება.

* მოლაპარაკებისას _ მოსაუბრის მარცხენა მხარეს ჯდომა ზრდის მომლაპარაკებლის მიერ წარმატების მიღწევის ალბათობას. Pპირისპირ ჯდომა უფრო შეჯიბრის და კონფრონტაციის ანუ წინააღმდეგობის მაჩვენებელია.