თეოდორ დოსტოევსკი – “ეშმაკნი” (ამონარიდები)

demons-fyodor-dostoyevsky-hardcover-cover-art
„ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ – სიცოცხლე შენთვის სულ ერთია.“

„სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია.“

„თუ გინდა ეს ქვეყანა დაიმორჩილო, ჯერ შენი თავი დაიმორჩილე.“

„კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედი მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, თუმცა არც იცი, რატომ და რისთვის – იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის.“

„ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.“

„იცით კი, რომ სიმართლე მუდამ დაუჯერებელია? სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო.“

„ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება!“

„ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავე წუთს ბედნიერი გახდება.“

„ადამიანის ცხოვრების მეორე ნახევარი პირველ ნახევარში დაგროვილი ჩვევებისაგან შედგება.“

„დიდი ნიჭის მქონე ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.“

„ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი.“

„სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს?“

„- ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს… უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, ფარული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი…“

„თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უსაზღვრო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასთვის და ყოველივესთვის, რაიც მისთვის საკუთარ ბედნიერებაზე უფრო მეტად საჭიროა… ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანს მუდამ შეეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოუღებთ ბოლოს. უსაზღვრო და უსასრულო ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ის პატარა პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს… ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო და დიადს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. მათ არ იციან, არა, რომ ეს უკვდავი, დიადი აზრი მათშიც არსებობს!“

Share this:

About these ads

About galomani

journalist

Posted on March 2, 2013, in გამონათქვამები და ამონარიდები and tagged , . Bookmark the permalink. Leave a comment.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: